ხე ერთ-ერთი უძველესი მასალაა, რომელიც გამოიყენება მშენებლობასა და მოსაპირკეთებელ სამუშაოებში. ხის ნაკეთობა გამოირჩევა თავისი ბუნებრიობით, გამძლეობითა და სინატიფით.
თუ პროდუქციის შეძენისას გადამწყვეტია ეკონომიკური ფაქტორი, მაშინ არჩევანი უნდა შეჩერდეს შედარებით იაფ პროდუქციაზე, მაგრამ, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამგვარი პროდუქციის შექმნაში გამოიყენება არაბუნებრივი, ხელოვნური მასალები.
თუმცა უდავოა, რომ არჩევნის თავისუფლებისას, ნებით არავინ გააკეთებს არჩევანს ხელოვნურ ნაწარმზე, თუ არის ნატურალურის შეძენის შესაძლებლობა.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული პრემიუმ კლასის პროდუქცია მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით და რაც მთავარია, მის წარმოებაში გამოყენებულია მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი მასალა – ხე.
ჩვენი კომპანია,

ქართულ-

ჰოლანდიური ერთობლივი საწარმო “გორა”, დაფუძნდა 2002 წელს. კომპანიის აქტიობის მიმართულებად განისაზღვრა მასიური ხის, ევროსტანდარტების შესაბამისი პროდუქციის შექმნა და შეთავაზება, როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი მომხმარებლისათვის. განვლილ პერიოდში წარმატებით განხორციელდა სხვადასხვა დასახელების პროდუქციის ექსპორტი, ასევე შესრულდა სხვადასხვა სახის კერძო თუ საზოგადოებრივი დაკვეთა.